დღეს, 15 აპრილს, 16:00 საათზე, ლიტერატურულ კაფე ბამბის რიგში, შარდენზე, გაიმართება შეხვედრა ცნობილ რუს პოეტთან და დისიდენტთან ალექსეი ცვეტკოვთან. შეხვედრა ორგანიზებულია საქართველოს პენკლუბის მიერ.
ალექსეი ცვეტკოვი დაიბადა 1947 წელს. სერგეი განდლევსკისთან, ბახიტ კენჟეევთან და ალექსანდრე სოპროვსკისთან ერთად ჩამოაყალიბა არაოფიციალური პოეტური დაჯგუფება "მოსკოვსკოე ვრემია". ეწეოდა დისიდენტურ მოღვაწეობას, რის გამოც 1975 წელს გააძევეს საბჭოთა კავშირიდან. ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. არის მიჩიგანის უბნივერსიტეტის პროფესორი. მუშაობდა "'რადიო თავისუფლებაში" (მიუნხენი, პრაღა). არის მრავალი პოეტური კრებულის ავტორი და ლიტერატურული პრემიის ლაურეატი.