დღეს, 15 აპრილს, სს "თელასის" ქვესადგურში "მთაწმინდა" სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირს (ნაწილობრივ), ჯანაშიას, ატენის, ქობულეთის, ბარნოვის, მცხეთის, შროშის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, კეკელიძის, არაყიშვილის, მელიქიშვილის, ჭიაურელის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.