აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში აშშ-ის პოლიტიკის შესახებ განაცხადებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამერიკულ-ისლამურ ფორუმზე განაცხადა.
კლინტონმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები უცვლელი რჩება.
ეს გახლავთ ტერორიზმთან ბრძოლა, ირანის საკითხის გადაწყვეტა და ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დახმარება დემოკრატიის გზაზე. ასევე, _ისრაელსა და პალესტონას შორის კონფლიქტის მოგვარება.
"პალესტინასა და ისრაელს შორის სტატუს-კვო ისეთივე არასაიმედოა, როგორც მათ შორის ბოლო ხანს ჩამოქცეული პოლიტიკური სისტემა", _ აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტირა, რომ ამერიკა თავისი გზიდან არ გადაუხვევს და ყველაფერს გააკეთებს ისრაელსა და პალესტინას შორის დიალოგის გასამართად.