სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ახალი მთავრობის კაბინეტი დაამტკიცა. მთავრობის კაბინეტი სირიაში ძლიერი საპროტესტო აქციების შემდეგ, 29 მარტს შეიცვალა.
ახალ მთავრობის კაბინეტს ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი ადელ საფარი უხელმძღვანელებს. სირიაში ანტისახელისუფლებო აქციები რამდენიმე კვირის წინ ქალაქ დერაში დაიწყო, შემდეგ კი მუხტმა მთელი ქვეყანა მოიცვა.