გერმანიის ქალაქ ვისბადენის კინოფესტივალ "goEast"-ზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში სტუდენტური კონკურსის გამარჯვებული გახდა ანა ჩერქეზიშვილისი ფილმი "აგვისტო 2008", რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე მოგვითხრობს.
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ 3 ფილმი დაჯილდოვდა სპეციალური დიპლომებით - ზურა დემეტრაშვილის "ოცნება ლასკალაზა", ნათია ნიკოლაშვილის ანიმაცია "ამომავალი მზის ქვეყანა" და გიორგი ქობალიას "უსახელო მცენარე". აღსანიშნავია, რომ ეს ფილმები გადაღებულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
ფესტივალი 6-12 აპრილს გაიმართა. ფესტივალმა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეები მიიწვია გერმანიაში, ფესტივალის გახსნაზე მათ ვაკო კირკიტაძის ფილმის "სექტემბერი" არასაკონკურსო ჩვენებაც გამართეს.
ფესტივალზე გაიმართა "meet the filmschools", სადაც თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზენტაცია გამართეს უნივერსიტეტის კინოტელეფაკულტეტის დეკანმა დავით ჯანელიძემ და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ჯაბა სიხარულიძემ.