ევროსაბჭოს რეზოლუციის შენიშვნების ნაწილს საპარლამენტო უმრავლესობა არ იზიარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა ევროსაბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განუცხადა.
"ეს არის ევროსაბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა და შეფასება. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროპის საბჭოს პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და ეს ტერმინი კიდევ ერთხელ გამოიყენეს", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისი შეფასებით, ის, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა, ამის მოსმენა რუსულ მხარეს მანამდე მოუწევს, ვიდრე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია არ მოხდება.
"რუსეთს შეახსენებენ ამის თაობაზე", - დასძინა კუბლაშვილმა და აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების სამუშაო პროცესთან დაკავშირებით.