ვლადიმერ პუტინი პარტია "ედინაია როსიასთვის" პრიორიტეტული კანდიდატია 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ეს განცხადება პარტიის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილემ იური შუვალოვმა გააკეთა.
მისი თქმით, პარტიის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში "ედინაია როსია" ორიენტირებას მოახდენს თავის ლიდერზე ვლადიმერ პუტინზე.
აღსანიშნავია, რომ "ედინაია როსიას" წევრები რუსეთის დუმაში უმრავლესობას წარმოადგენენ.