საპარლამენტო უმრავლესობა იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე პარტიები კონსენსუსს მიაღწევენ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
"მისასალმებელია, თუ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების სამუშაო პროცესით საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი მეგობარი ქვეყნები დაინტერესდებიან. ასევე იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები კონსესუსს მიაღწევენ და გადაწვეტილების მიღება იმ ფორმით მოხდება, რაც კანონით არის დადგენილი", - აღნიშნა კუბლაშვილმა.