დღეს, იაპონიის დროით დილის 6 საათზე, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მორიგი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური ცენტრი ავრცელებს.
ამერიკელი სეისმოლოგების მონაცემებით, მიწისძვრამ 6,1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ტოკიოდან 537 კმ მოშორებით მდებარეობს. იაპონიის ხელისუფლების მიერ ცუნამის წარმოქმნის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს იაპონიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც 8,9 ბალი შეადგინა. ამის შემდეგ იაპონიის ტერიტორიაზე პერიოდულად ფიქსირდებოდა სხვადასხვა სიძლიერის მიწისქვეშაAბიძგები.
შექმნილი გარემო პირობების გამო, სახელმწიფოში სრულად ვერ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაო.