დღეს ვისბადენში გერმანიის პრეზიდენტს, ქრისტიან ვულფს კვერცხები დაუშინეს.
უცნობმა მამაკაცმა გერმანიის პრეზიდენტსა და ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრ ჰესენ ფოლკერ ბუფერს კვერცხები დაუშინა, რის შემდეგაც იგი უსაფრთხოების სამასახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
ინციდენტი ქალაქის რატუშასთან სახელმწიფოს მეთაურის რანგში პრეზიდენტ ვულფის პირველი ვიზიტის დროს მოხდა. პრეზიდენტი რატუშის შენობის წინ მდებარე მოედნიდან მაშინვე გაიყვანეს. ინციდენტის მოტივი უცნობია.