ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის სამხედრო ძალების მიერ ქალაქ მისრატაზე განხორციელებულ თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კადაფის სამხედრო ძალებმა ძლიერი იერიში მისრატას ცემენტის ქარხანაზე და სატვირთო კონტეინერებზე მიიტანეს.
როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, აღნიშნული თავდასხმების დროს მათ დასაცავად საერთოდ არ გამოჩენილან ნატოს სამხედრო ვერტმფრენები.