ტუნისის პრეზიდენტ ზინ ალ-აბიდინ ბენ ალის, რომელმაც ძალაუფლება 2011 წლის დასაწყისში მასობრივი მღელვარების შემდეგ დაკარგა,18-პუნქტიანი ბრალდება შეუფარდეს. ამის შესახებ სააგრენტო "ფრანს-პრესი" იტყობინება.
ბენ ალის მკვლელობის, ქვეყნის უშიშროების ძალების წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების, ნარკოვაჭრობის გამო ადანაშაულებენ.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ტუნისის ახალმა ხელისუფლებამ მისი გადაცემის მოთხოვნა საუდის არაბეთში გაგზავნა, სადაც ბენ ალი თავს აფარებდა.
ბენ ალი ტუნისს 23 წლის განმავლობაში მართავდა. 2011 წლის იანვარში იგი იძულებული გახდა, საკუთარ უფლებამოსილებაზე უარი ეთქვა და საუდის არაბეთში გაქცეულიყო. ამასთან, ტუნისის ახალი ხელისუფლება არა მარტო ბენ ალის, არამედ მისი მეუღლის ლეილა ტრაბელის დაპატიმრებასაც ითხოვს. ამ მიზნით ტუნისის დელეგაცია საფრანგეთში ინტერპოლის შტაბ-ბინაში გაემგზავრა, სადაც ბენ ალის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას შეეცდებიან.
ქვეყნის ნაციონალური რესურსების გაფლანგვის გამო პრეზიდენტის 33 ნათესავი დააკავეს. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლებამ კანადურ მხარეს ყოფილი პრეზიდენტის სიძის_ბელჰასან ტრაბესლის გადაცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. ტრაბესლიმ ქვეყნიდან გაქცევა გადატრიალების შემდეგ ცოლსა და შვილებთან ერთად მოახერხა.
შეგახსენებთ, ტუნისში სახალხო მღელვარება 2010 წლის დეკემბერში დაიწყო და თვენახევარს გასტანა. არეულობას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა.