ყატარში საკონტაქტო ჯგუფის ქვეყნების წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო საზოგადოება ლიბიას ფინანსურად დაეხმარება.
ლიბიის ოპოზიციის წარმომადგენლებმა მეგობარ ქვეყნებს 2 მილიარდი დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თხოვნით უკვე მიმართეს.
გარდამავალი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ თანხა რაც შეიძლება სწრაფად სჭირდებათ და მის დაბრუნებას 2 წელიწადში მოახერხებენ.
პარალელურად, ლიბიაში შეტაკებები გრძელდება. აჯანყებულებმა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში პირველ სამხედრო წარმატებას მიაღწიეს და ტუნისის საზღვართან რამდენიმე რაიონი დაიკავეს.
ლიბიის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გუშინ დაიწყო. შეიქმნა საკონტაქტო ჯგუფიც, რომელიც ნატოს, ევროკავშირის, არაბთა ლიგისა და აფრიკიკის კავშირის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.