საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა რეგიონში გარემოვაჭრეები აყარეს. თვითმხილველების ცნობით, სამართალდამცავებმა გურჯაანში ყვავილების გამყიდველები 600 - 600 ლარით დააჯარიმეს და ყვავილების კონფისკაციაც მოახდინეს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, დღესვე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები თელავშიც აყარეს. იმ ადგილებზე, სადაც გარევაჭრობა იყო, მთელი დღის განმავლობაში პოლიციაა მობილიზებული.
დღეს დილიდან ცენტრალური გზის პირას გაჩერებას უკრძალავენ ტაქსებსაც. ამ მოთხოვნის დარღვევის მიზეზით, თელავში ათობით მძღოლი დააჯარიმეს.
ამ საკითხზე საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.