ხვალ, 15 აპრილს, სოფელ ზემო ნიქოზს ევროკავშირის, გაეროს განვითრების პროგრამისა (UNDP) და შიდა ქართლის გუბერნატორის ოფისის წარმომადგენლები ეწვევიან. ისინი ახლად გახსნილ ყველის ბაზარსა და პურის საცხობს დაათვალიერებენ და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრებიან.
ყველის ბაზრისა და პურის საცხობის მომსახურებით 1000-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.
პროექტი, პროგრამა ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ნაწილია და მისმა ბიუჯეტმა 25 ათასი ევრო შეადგინა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებითა და და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა.