საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი ვარშავაში სკლადოვსკა კიურის სახელობის ონკოლოგიური ცენტრისა და მკერდის კიბოს წინააღმდეგ მებრძოლ ქალთა საზოგადოების მიღებას დაესწრო.
აღნიშნულმა ორგანიზაციამ, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, სანდრა რულოვსს ჯილდო გადასცა.
ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბძოლისათვის ოქროს ოტისით მარია კაჩინსკას სახელობის სკრინინგ ცენტის ქართველი ექიმებიც დაჯილდოვდნენ.
კატინის ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი ლედი გუშინ პოვონზსკის სახელმწიფო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდა. სანდრა რულოვსმა სმოლენსკის ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
სანდრა ელისაბედ რულოვსი პირადად იცნობდა და მეგობრობდა პოლონეთის გარდაცვლილ პირველ ლედი მარია კაჩინსკასთან. ის ამ ურთიერთობებზე საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნშიც წერს.