"ეროვნული საბჭო" საქართველოში მოქმედ ბიზნესორგანიზაციებს ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის პატივისცემისკენ მოუწოდებს და აღნიშნულ კონტექსტში სთხოვს, თავიანთ ორგანიზაციებს წარწერები ქართულ ენაზეც გაუკეთონ.
"23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა იმპერიის ხელმძღაველობამ გადაწყვიტა ქართული ენისთვის ჩამოერთვა სახელწიფო სტატუსი. ამ გადაწყვეტილებას წინ აღუდგა საქართვლოს სტუდენტი -ახალგაზრდობა, პროფესორ-მასწავლებელები, მთელი საზოგადოება. 1978 წლის 14 აპრილს ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი იქნა შენარჩუნებული.დღევანდელ კონსტიტუციაში დაფიქსირებულია ქართული ენის სახელწიფოებრივი სტატუსი, მაგრამ ეს არის მხოლოდ ფარატინა ფურცელი , ვინაიდან არც კანონი არც ხელისუფლება, არც საქართველოში მოქმედი ბიზნეს-ორგანიზაციები არ იცავენ ქართული ენის სახელწიფო სტატუსს, რაც გამოიხატება იმაში რომ არავითარი რეგულაცია არ არსებობს იმისათვის, რომ უცხოენოვანი წარწერების პარალელურად არსებობდეს ქართულენოვანი წარწერებიც", - განაცხადეს საბჭოს ლიდერებმა ზვიად ძიძიგურმა და კობა დავითაშვილმა დღეს, დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილი დედაენის დღეა.