ქუთაისში, „ფიზიკა-მათემატიკური სკოლის" ყოფილ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 66 ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნული საცხოვრებელი ფართი დევნილების საკუთრებაში გადაეცათ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ყოველთვიურად იხდის ელექტროენერგიის საფასურს სულზე 100 კლ.ვ. აღნიშნულ ობიექტზე ჯამში - თვეში 2570 ლარს. რაც შეეხება ლიმიტს ზევით მოხმარებულ ელექტროენერგიას, აღნიშნულის საფასური თავად მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს.
ენერგოკომპანიის მიერ დევნილებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის მიზეზი სწორედ დავალიანება გახდა. აღნიშნული ობიექტი ინდივიდუალურად გამრიცხველიანებულია და როგორც კი დავალიანება დაიფარება, დენის მიწოდება აღდგება. დავალიანება თითოეულ ოჯახზე 17 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში დევნილებს დღეს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ადგილობრივი წარმომდგენლები შეხვდნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ დენის გათიშვის მიზეზი სამინისტროს დავალიანებაა.