ფინელი რეჟისორის რენე ჰარლენის ფილმის - "აგვისტოს ხუთი დღე" პრემიერა, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტს ეხება, დღეს ესპანეთში, ვალენსიის სათავგადასავლო ფილმების ფესტივალზე გაიმართება.
კინოფესტივალის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ვალენსიის კინოფესტივალზე, რომელიც 7 აპრილს დაიწყო, არასაკონკურსო ჩვენებით, ფინელი რეჟისორის ფილმების ნაკრები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოზე გადაღებული ფილმიც.
ფილმში საქართველოს პრეზიდენტის როლს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ენდი გარსია ასრულებს. მასში ასევე მონაწილეობენ ველ კილმერი, რუპერტ ფრენდი და სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ. ფილმის ბიუჯეტი 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ფილმის პრემიერას ვალენსიაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია დაესწრება.
როგორც ცნობილია, ფილმის პირველი ჩვენება კანის 2010 წლის კინოფესტივალზე უნდა გამართულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო.
ფილმი ამერიკელ ჟურნალისტზეა, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში რეალობის ფირზე დაფიქსირებას ცდილობს.