დღეს, ბერლინში საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა გაიმართება.
საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს მინისტერიალში მონაწილეობას ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიღებს.
"ლისაბონში გამართული მინისტერიალის შემდეგ ეს არის ნატო-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა, რომელზეც გასულ წელს შესრულებული სამუშაოები შეფასდება და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დაისახება", - განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
მინისტერიალზე საქართველოს დელეგაციას, თავად უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს.
ნატოს მინისტერიალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც დაესწრება.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ორ დღიანია და ის ხვალ, 15 აპრილს დაიხურება.