დღეს, 14 აპრილს, პარლამენტში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ეკა ტყეშელაშვილს ელოდებიან. სახელმწიფო მინისტრი პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე მოხსნებით გამოვა.
ტყეშელაშვილი დეპუტატებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა ("ჩართულობა თანამშრომლობის გზით") და მისი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად მიმდინარე მუშაობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
კომისიის სხდომა 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში ჩატარდება.