დღეს, 14 აპრილს, კომპანია "თელასის" ქვესადგურ "მახათაში" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე თემქის დასახლების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება თემქის III მიკრორაიონის IV კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, ჩარგლის და კაკაბეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ხოლო 15 აპრილს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თემქის IV მიკრორაიონის Xა და Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის, ჩარგლის, გუდამაყარის და გვაზაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.