დღეს, 14 აპრილს, 13:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცესკოს სპიკერი ჯული გიორგაძე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს რეგიონებში ცესკოს მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ ბრიფინგს გამართავს.
საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ყველა რეგიონში წლის ბოლომდე დააარსებს რეგიონალურ რესურსცენტრებს, სადაც მოქალაქეებს და არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეხვედრისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა მიეცემათ.
აღნიშნული რესურსცენტრები ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესში საზოგადოების ჩართულობას, ამომრჩეველთა განათლების დონის ამაღლებას და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობას საქართველოს რეგიონებში. რესურსცენტრების შექმნაში საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასა და ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან.
კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია რეგიონების საოლქო საარჩევნო კომისიებში ასევე ერთიანი დაცული ქსელის სისტემას დანერგავს. მსგავსი ქსელის საშუალებით, ინფორმაციის გაცვლა კომისიებს შორის უფრო სწრაფად და დაცულად განხორციელდება.
ცესკო 2011 წელს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა ღონისძიებას განახორციელებს.