დღეს, 14 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართება დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქცია - "სტუდენტური დედაენის დღე".
ღონისძიების ფარგლებში სტუ-ის სტუდენტები სპეციალურად მოწყობილ "სამკითხველო დარბაზში" საჯაროდ წაიკითხავენ ნაწყვეტს ქართული ლიტერატურული ნაწარმოებებიდან. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გაიმართება სტუდენტების შეხვედრა ცნობილ ლიტერატორებთან.
ღონისძიებას სტუ-ის სტუდენტებთან ერთად დაესწრებიან სტუ-ის პროფესორ-მასწავლელები.P