დღეს, 14 აპრილს, 17:00 საათზე, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში ქართული ენის დღის აღსანიშნავად გაიმართება წიგნების პრეზენტაცია. წარმოდგენილი იქნება ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ახალი რედაქცია, II ტომი; ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი, ნაკვეთი II.
ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მომზადდა და გამოიცა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" რვატომეულის ახალი რედაქციის I და I I ტომები. ახალი რედაქციის მთავარი რედაქტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ავთანდილ არაბული.
ლექსიკონის 1951 წელს გამოცემული I I ტომი იყო 768 გვ. , ახალი - 1680. - პირველ გამოცემაში იყო 13 696 სტატია, ახალში - 22 000-ზე მეტი. თითქმის გაოთხმაგდა მყარი ფრაზეოლოგია. ლექსიკონი შეივსო უახლესი ტერმინოლოგიით. დაზუსტდა და შეივსო განმარტებები (მათ შორის, იდეოლოგიური ხასიათისა). ზედმიწევნით აისახა სიტყვის მნიშვნელობათა ცვლილებები. - სტატიები შეივსო და გამდიდრდა ცოცხალი საილუსტრაციო მასალით.
ინსტიტუტის ქართული ენის მეტყველების კულტურის განყოფილებაში მომზადდა ჟურნალის¬ტის ორ¬თოგ¬რა¬ფი¬ულ-სტი¬ლის¬ტი¬კუ¬რი ლექ¬სი¬კო¬ნი, მთავარი რედაქტორი _ prof. თამარ ვაშაკიძე.
ჟურ¬ნა¬ლის¬ტის ორ¬თოგ¬რა¬ფი¬ულ-სტი¬ლის¬ტი¬კუ¬რი ლექ¬სი¬კო¬ნის მომზადება შეპირობებულია პრაქტიკული მიზანდასახულობით. ლექსიკონის I ნა¬კვე¬თი ზეპირ მეტყველებაში დაშვებულ ორთოგრაფიულ-სტილისტიკურ შეცდომებს ეყრდნობოდა, ხოლო II ნა¬კვე¬თი ითვალისწინებს თანამედ¬რო¬ვე პრე¬სა¬ში (ე.ი. წერილობით წყაროებში) დადასტურებულ და ყველაზე გავრცელებულ ენობ¬რი¬ვ შე¬ცდო¬მე¬ბს.
შე¬მ¬დგენ¬ლე¬ბი შე¬ე¬ცად¬ნენ, არ გა¬ე¬მე¬ო¬რე¬ბი¬ნათ ლექ¬სი¬კო¬ნის I ნა¬კვეთ¬ში შე¬ტა¬ნი¬ლი მა¬სა¬ლა. ლექ¬სი¬კონს ახლავს ორი და¬ნარ¬თი: 1.ხმოვ¬ნებ¬ზე ფუ¬ძე¬გა¬თა¬ვე¬ბუ¬ლი სა¬კუ¬თა¬რი სა¬ხე¬ლე¬ბის (ადა¬მი¬ა¬ნის სა¬ხე¬ლე¬ბი¬სა და ცნო¬ბილ პირ¬თა გვარების, აგ¬რეთ¬ვე, ზო¬გი¬ერ¬თი აბ¬რე¬ვი¬ა¬ცი¬ის) მარ¬თლ¬წე¬რა; 2. პუნ¬ქტუ¬ა¬ცი¬ის წე¬სე¬ბი.
მართალია, ლექსიკონი განკუთვნილია ჟურნალისტებისათვის, მაგრამ იგი ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ქართული ენის მართლწერისა და სტილისტიკის საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
ორივე წიგნის შეძენა შესაძლებელია ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ქეგლის მე-2 ტომის ღირებულებაა 60 ლარი. ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონისა _ 8 ლარი.
მასმედიისა და ტელერადიომაუწყებლების წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცემათ "ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი".