სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოძრაობამ "სამართალი მოდის" , სახალხო კრების ახალგაზრდულმა ფრთამ და მოძრაობამ "არა" მარნეულის გამგეობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
სახალხო კრების მარნეულის წინაამდეგობის კომიტეტს დახმარებისთვის სოფელ ხიხანის მოსახლეობამ მიმართა.
მათი ინფორმაციით, სოფელში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს, გამგებლის ზაზა დეკანოიძისა და მისი მოადგილის მამუკა დორეულის დანაშაულებრივი ქმედებების გამო, საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობები შეექმნათ, კერძოდ, მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო მიწების გარეშეა დარჩენილი.
მოსახლეობა გამგებელს სოფლის წყლით უზრუნველსაყოფი ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი 200 ათასი ლარის არამიზნობრივად ხარჯვაშიც ადანაშაულებს.