ცხიმიანი საკვები მეორე ტიპის დიაბეტის პროვოცირებას იწვევს. იგი ანთების იმიტაციას ახდენს, რაც, ჩვეულებისამებრ, ბაქტერიებით, ვირუსებითა და მავნე სუბსტანციებითაა გაამოწვეული.
ცხიმიანი პროდუქტების იმუნურ სისტემაზე გავლენის შესასწავლად აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინის მკვლევრებმა ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს.
მღრღნელების უჯრედების იმუნური სისტემა, ე.წ. აკროფაგები, პალმიტატის მჟავას გამოიმუშავებდნენ, რაც კვების მრავალ მზა პროდუქტში მოიპოვება. ამას კი მეორე ტიპის დიაბეტის გამოწვევა შეუძლია.
გამოკვლევა იმითაცაა საინტერესო, რომ ადასტურებს, რომ ქრონიკული დაავადების ფორმირებაში ანთებას უდიდესი როლი ენიჭება. მეცნიერები კიდევ ერთხელ აფრთიხილებენ მოსახლეობას, ცხიმიან პროდუქტებს მოერიდონ.