ევროკავშირი მიესალმება საარჩევნო კოდექსის შესახებ დიალოგს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის. ევროკავშირი ასევე მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას ამ პროცესში.
"საარჩევნო კოდექსის რეფორმირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელების გზაზე. იმედი გვაქვს, მოლაპარაკების შედეგები იქნება არა მარტო ორივე მხარისთვის მისაღები და ეუთოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისი, არამედ ხელს შეუწყობს ნდობის განმტკიცებას ყველა მხარეს შორის. ევროკავშირი კვალვაც ყურადღებით დააკვირდება მოლაპარაკებას და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა პროცესს", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა.