თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ის პირობები დაასახელა, რომლის შესრულების შემდეგაც თურქეთი სომხეთთან საზღვრებს დაუყოვნებლივ გახსნის.
"სომხეთის ინტერესებმა არ უნდა შებღალოს თურქეთის ძმის _ აზერბაიჯანის უფლებები",_ ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა.
"თურქეთ-სომხეთის პროტოკოლის რეალიზაციის უმთავრესი პუნქტი სომხეთის მიერ ოკუპიურებული აზერბაიჯანის მიწის გათავისუფლებაა",_აღნიშნა ერდოღანმა.
მისი თქმით, როგორც კი სომხური მხარე პირობებს შეასრულებს, თურქეთი დაუყოვნებლივ გახსნის საზღვარს.
"ეუთოს მინსკის ჯგუფს თავისი მოვალეობის შესრულებისკენ მოვუწოდებთ. როგორც კი რუსეთი, საფრანგეთი და აშშ ამ პირობებს დასთანხმდება, მთიანი ყარაბახის პრობლემის გადაწყვეტის გზასაც ვიპოვით",_აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, ორ სამხრეთ კავკასიურ ქვეყანას შორის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო.