ჩეჩენ ბოევიკთა ლიდერი დოკუ უმაროვი, არაოფიციალური მონაცემებით, ალბათ, უფრო ცოცხალია, ვიდრე გარდაცვლილი. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ანატოლი საფონოვმა გააკეთა.
"სამწუხაროდ, ოფიციალურად ეს ამ დრომდე არ დასტურდება, რამდენადაც ვიცი, არც ყველა აუცილებელი სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა პროცედურები დასრულებულა, მაგრამ არაოფიციალურად, ის, ალბათ, მაინც უფრო ცოცხალია", _ აცხადებს საფონოვი.
მისი თქმით, ნაციონალურ ანტიტერორისტულ კომიტეტს აქვს სრული და დეტალური ინფორმაცია ჩრდილო კავკასიაში არსებულ ბოევიკებზე და მათ ბანაკებზე.
"თითოეულ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკაზე ეს მონაცემები არსებობს და არსებობს საერთო გაგება იმისა, რაც ხდება. ზოგ რესპუბლიკებში, შემიძლია რამდენიმე რესპუბლიკაზე ვთქვა საუბარი მიდის რამდენიმე ათას ადამიანზე", _ აცხადებს საფონოვი.