ჩინეთის ხელისუფლება 50-წლიანი არენდით დაუსახლებელი კუნძულების გაცემას აპირებს. წინასწარი მონაცემებით, ამ კუნძულების ათვისებას კერძო პირები შეეცდებიან. ასევე, ამ წინადადებით ჩინელი და უცხოელი კომპანიები დაინტერესდებიან.
არენდით გაიცემა კუნძულები, რომელთა ფართიც 500 კვადრატულ მეტრზე ნაკლები არაა. თუკი რომელიმე კონკრეტულ კუნძულთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება შევა, გამარჯვებულს აუქციონის შედეგად გამოავლენენ. კუნძულების ღირებულება და განცხადებების შეტანის ვადა არ კონკრეტდება.
განცხადების წარმდგენს ევალება, არენდით აღებასთან ერთად, კუნძულის შემდგომი გამოყენების გეგმაც წარადგინოს. კერძოდ, უნდა მიუთითონ, რა სახის ნაგებობები განთავსდება კუნძულზე და ზღვიდან რა მანძილი იქნება დაცილებული. კუნძულების ექსპლუატაციისთვის მუდმივი კონტროლი დაწესდება.
ამასთან, ჩინეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი მფლობელები კუნძულებს დახურულ ზონებად არ გადააქცევენ და მათზე მოქალაქეების შეშვებას არ აკრძალავენ.
ამ ეტაპზე არენდით გაცემას 176 კუნძული დაექვემდებარა, რომლებიც უმეტესად, აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთში მდებარეობს. მათგან 60 კუნძული პროვინცია გუანდუნშია, 50_ფუძიანის პროვინციაში, 31 კი_ჩჟეციანში.