ოპოზიციურმა "რვიანმა" რეგიონების მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, პირველი საინფორმაციო შეხვედრა დღეს ქუთაისში გამართა.
"ოპოზიციურმა რვიანმა" სასტუმრო "ბაგრატში" შეკრებილ საზოგადოებას, საარჩევნო ინიციატივების გარდა, თავად საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესის მიმდინარეობა გააცნო.
"რვიანის" წარმომადგენელბის განცხადებით, მათი მიზანია, აღნიშნულ პროცესში საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვა და ინფორმირებულობა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლებას პოზიციას ამ პროცესში სწორედ საზოგადოების აქტიური ჩართულობა შეაცვლევინებს.
ქუთაისის შემდეგ, საზოგადოებასთან შეხვედრა, აღმოსავლეთ საქართველოში გაიმართება. "ოპოზიციური რვიანი" საზოგადოების ინფორმირების მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებს.
"რვიანი" უკვე შეხვდა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც, როგორც დამკვირვებლები, თავიდანვე იყვნენ ჩართული ამ პროცესში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას და ქართულ აკადემიას.