რასელისტთა სექტისგან მართლმადიდებელთა დაცვის მიზნით საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დღეებში რასელისტთა (ე. წ. იეღოვას მოწმეთა) სექტის წარმომადგენლები ავრცელებენ მოსაწვევებს, რომლითაც მოქალაქეებს 17 აპრილს "იეღოვას მოწმეთა~ დღესასწაულზე - "იესოს სიკვდილის გახსენების საღამოზე~ იწვევენ.
საპატრიარქოს განმარტებით, აღნიშნული სექტის მიერ წარმოებული აგრესიული პროზელიტიზმი მოსახლეობის დიდი ნაწილის მწვავე რეაქციას იწვევს.
"საეკლესიო სამართლის თანახმად, მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მიუღებელია სექტანტებთან ერთობლივი ლოცვა და მათ რიტუალებში თანამონაწილეობა. ამასთან, რასელისტთა ორგანიზაცია ანტიქრისტიანული და ანტიჰუმანური ტოტალიტარული სექტაა", _ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.