11 მარტს მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები იაპონიას კიდევ 10 წლის განმავლობაში შეაწუხებს. ასეთი პროგნოზით აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის თანამშრომელი გეოფიზიკოსი როსს სტეინი გამოვიდა.
"როგორც ჩანს, კიდევ 10 წელი გავა, სანამ განმეორებითი ბიძგები შეწყდება", _ აღნიშნა სტეინმა, რომელიც იაპონელ სწავლულებთან ერთად ამ საკითხზე მუშაობდა.
მისი თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში ტოკიო მზადყონაში უნდა იყოს. "არავინ უნდა იფიქრის, რომ რამდენიმე კვირისა და თვის შემდეგ ყველაფერი დასრულდება", _ აცხადებს სტეინი.
პუბლიკაციის ავტორთა თქმით, ბიძგები ძირითადი კერიდან მოშორებით, ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთშიც გაგრძელდება.