მონიტორინგის თანახმად განხორციელებულმა გეგმიურმა ხოცვამ სახალინში გადამფრენი ფრინველების რადიაციით დასნეულების შემთხვეევები არ გამოავლინა. ამის შესახებ რეგიონის გარემოს დაცვის სამინისტროს უფროსის მოადგილემ ვიაჩესლავ მურნაევმა განაცხადა.
მისი თქმით, სახალინის ტყისა და სამონადირეო მეურნეობის სამინისტრო, გადამფრენი ფრინველების მონიტორინგის ფარგლებში, სახალინსა და კურილის კუნძულებზე მათ დახოცვას განაგრძობს. ფრინველების ხორცი კი ვეტერინარიის სამსახურის ლაბორატორიებში გამოკვლევის მიზნით მიაქვთ.
"პირველადმა ანალიზებმა გვიჩვენა, რომ ფრინველები რადიაციით დასნეულებულნი არ არიან", _ აღნიშნა გარემოს დაცვის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ფუკუსიმაზე რადიაციის ფონის მატების გამო სახალინის რაიონი გაძლიერებული ზომების მიღებას არ საჭიროებს.
"ჩვენ რადიაციული კონტროლის მიზნით ჰაერის განიავების დიდი ქსელი გვაქვს, რაც მთელი ტერიტორიის მუდმივი მეთვალყურეობისთვის საკმარისია", _ აცხადებს მურნაევი.
შეგახსენებთ, გასულ კვირას კამჩატკაზე ბატებსა და იხვებზე ნადირობა აკრძალეს, რადგან ამ ფრინველებმა ფუკუსიმას პრეფექტურაში გამოიზამთრეს.