დღეს, 17 ოქტომბერს მაჭახელას დაცული ტერიტორიების შექმნის პერსპექტივის განმსაზღვრელი კომისიის წევრები მაჭახელას დაცულ ტერიტორიებს ესტუმრნენ.
კომისიის შემადგენლობაში შედიან დაცული ტერიტორიების სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ვიზიტის განმავლობაში კომისიის წევრები შეხვდნენ მაჭახელას დაცული ტერიტორიების მიმდებარე მოსახლეობას, აგრეთვე დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაცია მომავალი ტრანსსასაზღვრო დაცული ტერიტორიის შექმნასთან დაკავშირებით.
კომისიის ვიზიტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება, ინტერესების გათვალისწინება და მაჭახელას დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ სამომავლო ქმედებების გაცნობა.