სირიის ქალაქ ბაიდაში, ასობით ქალი საპროტესტო აქციას მართავს. ისინი აპროტესტებენ კაცების მასობრივ დაპატიმრებებს და მათი ლოზუნგია, "დაგვიბრუნეთ ქმრები".
"ბოლო პერიოდის განმავლობაში სირიაში 350 კაცი დააკავეს. ქალაქ ბაიდაში ქალები აპროტესტებენ მასობრივ დაპატიმრებებს და მოითხოვენ, რომ დაკავებულები გაათავისუფლონ", - განაცხადა სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
სირიაში სიტუაცია რამდენიმე კვირის წინ დაიძაბა. მოსახლეობა პრეზიდენტ ბაშარ ალ-სადის სასწრაფო გადადგომასა და ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გაუქმებას მოითხოვენ.