საფრანგეთთან მოლაპარაკების დროს "მისტრალის" ტიპის ვერტმფრენმზიდის შეძენასთან დაკავშირებით რუსეთმა შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების მიხედვით, ხომალდებს მთელი თავისი სისტემებითა და მოწყობილობით ააშენებენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსანმა "რია ნოვოსტისთან" საუბრისას განაცხადა.
"ორმხრივი მოლაპარაკებების დროს მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ფრანგული მხარე გემების სისტემისა და მოწყობილობის მიღების მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნას გაითვალისწინებდა, რაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს", _ განაცხადა რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, გემების შეძენისთვის მომზადება თანმიმდევრულად და გეგმიურად, მოლაპარაკების პროცესის ჩარჩოების გათვალისწინებით, მიმდინარეობს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო კონტაქტის თანახმად, რუსეთის მიერ "მისტრალის" შეძენა ორი გემის, მათი სათადარიგო ნაწილებისა და ინსტრუმენტების შეძენას აუცილებელ საექსპლუატაციო დოკუმენტებთან ერთად გულისხობს.
ამავე კონტრაქტით დაგეგმილია ქონების, ტექნიკის მიღება და ორი სადესანტო ვერტმფრენის მქონე ხომალდის მშენებლობისთვის დახმარების აღმოჩენა.
შეგახსენებთ, "მისტრალის" შეძანასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეთანხმება 25 იანვარს საფნაგეთში, სენ-ნაზერში შედგა. შეთანხმება არ ითვალისწინებდა ვადებსა და კონკრეტულ ღირებულებას. ეს პირობები ცალკე შეთანხმებაში იქნება მოცემული.