დასავლური მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბერლინში 14-15 აპრილს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობას ნატოს პარტნიორი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებიც მიიღებენ. მინისტერიალზე ლიბიასა და ავღანეთის საკითხზე იმსჯელებენ. მინისტერიალზე გაიმართება ნატო-საქართველოს და ნატო-უკრაინის კომისიის შეხვედრა. ასევე გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.
კლინტონი გერმანიის შემდეგ სამხრეთ კორეას ეწვევა. სახელმწიფო მდივანი შეხვედრას სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი მუინგ ბაკთან გამართავს, ასევე ნატო-სამხრეთკორეის ურთიერთობასა და რეგიონში არსებულ საკითხებზე იმსჯელებენ.
როგორც ამერიკული პრესა წერს, 17 მარტს კლინტონი ტოკიოს ეწვევა იმის დასამტკიცებლად, რომ მძიმე წუთებში აშშ იაპონიის გვერდში დგას. კლინტონი იაპონიის პრემიერ ნაოტო კანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ტაკეაკი მაცუმოტოს შეხვდება.