სუამის დელეგაცია ბათუმს ესტუმრება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 14-15 აპრილს საქართველოში სუამ-ის ტურიზმის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა იმართება.
ვიზიტის ფარგლებში სუამ-ის დელეგაცია, უკრაინის ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარე, სუამის გენერალური მდივანი, მოლდოვეთისა და აზერბაიჯანის ტურიზმისა და კურორტების სამინისტროს განყოფილების უფროსები, ასევე თურქეთის ტურიზმისა და კულტურის განყოფილების უფროსი მოადგილე ეწვევიან ბათუმს, გაეცნობიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას, მოინახულებენ ღირშესანიშნაობებს. ვიზიტის ფარგებში იგეგმება სუამის დელეგაციის შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ლევან ვარშალომიძესთან.