მექსიკის შტატ მიჩოაკან-დე-ოკამპოში ყოვლისშემძლე ქრისტეს ტაძარში ღვთისმსახურების დროს უცნობმა პირებმა მღვდელმსახური გაიტაცეს.
კაპიშონით შემოსილმა რამდენიმე მამაკაცმა ჰაერში სროლა ატეხა, ეკლესიაში შეიჭრა, ქადაგებისას მღვდელმსახური გაიტაცა და მიიმალა. მომხდარის გამო სხვა პირები არ დაზარალებულან.
ეკლესიის მსახურებმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. ამ დრომდე მღვდელმსახურის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, 2010 წელს ექვსი თვის მანძილზე მექსიკაში 11 ათასზე მეტი ადამიანი გაიტაცეს. გატაცებულთა უმეტესობა წარმომავლობით ცენტრალური ამერიკიდანაა, რომლებიც აშშ-ში გადასვლას აპირებდნენ.