ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის კომიტეტმა საქართველოს საკითხზე ახალი მომხსენებელი, შვედი პარლამენტარი ტინა აკეტოფტი, 27 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მან ომის შემდგომ ჰუმანიტარულ საკითხებზე ახალი ანგარიში უნდა მოამზადოს.
ქართველი დეპუტატები ამბობენ, რომ აკეტოფტი პრინციპული და ობიექტური პოლიტიკოსია, ამიტომაც ანგარიში რეალობის ამსახველი იქნება.
"დიპლომატიური სამუშაოები ჩატარდა, ჩვენ გვქონდა შეხვედრები დეპუტაციებთან იმისათვის, რომ აგვეხსნა, თუ როგორი მომხსენებელი წაადგებოდა ამ საქმეს და მისი კონკურენტი, რომელიც ამ ორი წლის მანძილზე გამოირჩეოდა რუსული პოზიციების აქტიური მხარდაჭერით, იღებს მხოლოდ 7 ხმას,"- განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა დავით დარჩიაშვილმა.
მიგრაციის კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა ქართული მხარის მიერ შემოტანილი ცვლილება და შეცვალა ანგარიშის სახელწოდებაც.