"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ფარგლებში 2013 წლამდე ბინებით 223 ოჯახი დაკმაყოფილდება.
პროექტის ფარგლებში ბულაჩაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსი დღეს ქალაქის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა. "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ფარგლებში იქ მალე 22 ოჯახს შეასახლებენ.
მომავალი ბინადრები მანამდე ავლაბარში ცხოვრობდნენ, თუმცა, მათი კუთვნილი სახლები ავარიული იყო. ახლადაშენებულ კორპუსში ყველა ოჯახი გარემონტებულ ბინას მიიღებს. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "ნიკე" აწარმოებს.