კომპანია `თელასის" ქვესადგურში `მახათა" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 14 აპრილს 09 საათიდან 18 საათამდე თემქის დასახლების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: თემქის III მიკრორაიონის IV კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, ჩარგლის და კაკაბეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 15 აპრილს 09 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თემქის IV მიკრორაიონის Xა და Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის, ჩარგლის, გუდამაყარის და გვაზაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.