ეს ღორობაა, - განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმში მოწყობის პრესკონფერენციაზე აფხაზურ პრესაში რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერზე მედვედევსა და პუტინზე გაჩენილ კარიკატურების კომენტირებისას.
კარიკატურაზე მედვედევი და პუტინი აფხაზეთს მიწის ნაკვეთს ართმევენ.
"ამ "ნაწარმოებების" ავტორებმა, როგორც ჩანს, დაივიწყეს ყველა ის სიძნელე, რომლთა გადატანა აფხაზეთს მოუხდა, დაივიწყეს 2008 წელი და სიტუაცია გალის რაიონში", _ განაცხადა ბაღაფშმა და აღნიშნა, რომ ამ კარიკატურების მიხედვით გამოდის, რომ "ირგვლივ სულ პატრიოტების არიან და მხოლოდ აფხაზეთის ხელისუფლებაა არაპატრიოტი".
შეგახსენებთ, რომ ამვარი კარიკატურები აფხაზურ პრესაში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრემლი აფხაზური მხარისაგან გაგრის რაიონის 160 კვადრატული კილომეტრის დათმობას მოითხოვდა და საზღვარზე მდებარე სოფელ აიბგას ისაკუთრებდა.