ჯაკარტაში მდებარე ინდონეზიურ კლინიკაში კლიენტებს თამბაქოს კვამლით კიბოსგან განკურნებას სთავაზობენ. ალტერნატიული მკურნალობის ამ მეთოდის შესახებ "ფრანს-პრესი" იტყობინება.
სამკურნალო პროცედურა "ღვთაებრივი სიგარეტების" კვამლის ჩასუნთქვას გულისხმობს, რაც კლინიკის თანამშრომელთა თქმით, ნანოტექნოლოგიის მეთოდით სრულდება. "ღვთაებრივი კვამლი" ორგანიზმს შლაკებისგან ათავისუფლებს.
ამ მეთოდით კლინიკაში ონკოლოგიურ დაავადებებს, აუტიზმს, ფილტვის ემფიზემას კურნავენ და ორგანიზმის დაბერებასაც აჩერებენ.
კლინიკა "გრია ბალურის" დამაარსებელი გრეტა ზახარი ქიმიის სფეროში ადგილობრივი უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხის მფლობელია.
მისი თქმით, კლინიკის დახმარებით უკვე 60 ათასმა პაციენტამ ისარგებლა, მათ შორის არიან ევროპელი და ამერიკელი პაციენტებიც.
ცოტა ხნის წინ ზახარმა თამბაქოს მწარმოებლებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი თამბაქოს პროდუქციის რეგულირების შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა, რომლის თანახმადაც, თამბაქო ადამიანს მასზე დამოკიდებულად ხდის.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ინდონეზია თამბაქოს მწარმოებლის მსხვილ მწარმოებლად ითვლება.