მიწისძვრა იაპონიაში თავად იაპონელების მიერ წარუმატებლად ჩატარებულმა საიდუმლო მიწისქვეშა ბირთვულმა ცდამ გამოიწვია, ატომურ ელექტროსადგუზე "ფუკუსიმა-1"-ზე მომხდარი ავარიის ინსცენირება კი, იმის გამო მოხდა, რომ რადიაციის გავრცელების ნამდვილი მიზეზის დაფარვა მომხდარიყო, რომელიც გამოწვეული იყო ოკეანის ფსკერის სიღრმეში მომხდარი ბირთვული აფეთქებით. ამის შესახებ ნათქვამია "კომსომოლსკაია პრავდას" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორიც სვეტლანა კუზინა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას საზღვარგარეთის საიტებს იმოწმებს.
კერძოდ, აღინიშნება, რომ მსგავს ინფორმაციას ავრცელებს მაგალითად "blog.fontanka.ru" რომელიც თავის მხრივ "მრავალ ჩინურ საიტს" იმოწმებს, რომელთა ავტორებიც თავის მხრივ ანონიმურ ექსპერტებს იმოწმებენ. საინტერესოა რა გახდა საფუძველი იმისა, რომ ამგვარი ინფორმაციის მტკიცება და გაჟღერება შესაძლებელი გამხდარიყო?
უპირველეს ყოვლისა, ზოგი ჩინელი ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს ტოკიოს გუბერნატორის სინტარო ისიხარას მიერ, ახლახანს გაკეთებულ მინიშნებაზე იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჩინეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი იქნეს გამოყენებული. თუმცა, აღნიშნავენ ანალიტიკოსები, ისიხარას მუქარები უცნაურად გამოიყურება, იმის გათვალისწინებით, რომ იაპონელი პოლიტიკოსები ყოველთვის აცხადებდნენ, რომ იაპონია არ შედის ე.წ. ბირთვულ კლუბში.
მეორე მიზეზი ასეთი სენსაციური დასკვნების გაკეთებისა არის შემდეგი ფაქტი: გუბერნატორის მიერ ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, 9 მარტს, წყნარ ოკეანეში, კუნძულ ჰონსიუსთან მდებარე სანაპიროზე დაფიქსირებული იყო 7,4 ბალის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი.
"და ეს ბიძგი სულაც არ იყო გამოწვეული მიწისძვრის გამო, არამედ იგი გამოწვეული იყო ბირთვული იარაღის ზესაიდუმლო გამოცდით", _ წერენ ბლოგერები და ისინივე გამოთქვამენ ვარაუდს იმის შესახებ, რომ " წარმატების შემთხვევაში, იაპონია ამერიკელების მდუმარე თანხმობით, უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ბირთვულ ცდას ჩაატარებდა, რის შემდეგაც თავის თავს გამოაცხადებდა ქვეყნად, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს რომელიც ჩინეთის წინააღმდეგაა მიმართული".
მესამე აღსანიშნავი დეტალი, რომელიც თითქოს აფეთქების ფაქტს მოწმობს არის უცნაური ღრმული, რომელიც ოკეანეში 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ გაჩნდა. უზარმაზარი მორევის ფოტოსურათები, რომელსაც დიდი გემების ჩათრევაც კი ძალუძს მსოფლიოს ყველა საინფორმაციო საშულებამ აჩვენა. ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემა თუ რატომ გაჩნდა ეს ღრმული ვერც ვერავინ ვერ შეძლო. ექსპერტების ვარაუდით, კი მორევი წყალქვეშა აფეთქების შემდეგ წარმოიქმნა და წყალმა წარუმატებელი აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ღრმულში ჩასვლა დაიწყო.
მეოთხე უცნაურ მიზეზად ჩინელმა წყაროებმა "ფუკუსიმა-1"-ის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა დაასახელეს, მათ შორის სარეზერვო დიზელის ელექტროსადგურების მწყობრიდან გამოსვლაც, რომელიც ფატალური შედეგით დასრულდა და გაგრილების სისტემა მწობრიდან გამოვიდა.
ავტორებს ოფიციალური ვერსი მოჰყავთ: "ელექტროენერგიის მიწოდების სისტემა მწყობრიდან მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა განაპირობა", თუმცა დაუჯერებელია, აცხადებენ ანალიტიკოსები, რომ ამგვარი რამ შესაძლოა მომხდარიყო იაპონური ტექნოლოგიების ესოდენ მაღალი დონის განვითარების პირობებში. მათი თქმით, "ფუკუსიმა-1" და "ფუკუსიმა-2" სანაპიროსთან ახლოს მდებარეობენ და ალბათ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში შექმნილი უნდა ყოფილიყო მათი მრავალჯერადი და მრავალგვარი დაცვის სისტემა ყველაზე ძლიერი ცუნამიდანაც კი. მით უფრო, რომ გათვალისწინებულია ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიული წყაროები.
ერთადერთ გონივრულ ახსნად, ანალიტიკოსები ხედავენ იმაში, რომ იაპონელებმა შეგნებულად დაუშვეს რადიაციის გაჟონვის შესაძლებლობა - 9 მარტს შემდგარი საიდუმლო ცდიდან ყურადღების გადატანის მიზნით, რომელიც დაუდგენელი მიზეზის გამო კონტროლიდან გამოვიდა.
და ბოლო საინტერესო ფაქტი, რომელზეც ჩინური წყაროები ამახვილებენ ყურადღებას, ამერიკულ ავიამზიდს ეხება, რომელიც იმყოფებოდა რა ოკეანეში, ატომური ელექტროსადგურიდან აღმოსავლეთით 100 კილომეტრის დაშორებით, დასხივების ისეთი დოზა მიიღო, რომელიც ერთი თვე რადიაციულ გარემოში ყოფნის ტოლფასი იყო, მაშინ როდესაც ხმელეთზე ხალხის ევაკუაციას ატომური ელექტროადგურიდან მხოლოდ 20 კილომეტრის რაიუსში ახდენდნენ.
"ყველაფერი თავის ადგილზე დადგება იმ შემთხვევაში თუკი ვივარაუდებთ, რომ ძირითადი ბირთვული დასხივების კერა სინამდვილეში "ფუკუსიმა-1" დან აღმოსავლთით "შორს ზღვაში" იმყოფებოდა", _ მიიჩენევენ ჩინური წყაროები.
საინტერესოა, რომ მართლაც კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან
ამ დროს, მდგომარეობის დამთხვევის გამო, მართლაც იმყოფებოდა აშშ-ს შეაიარღებული ძალების ავიმზიდი "რონალს რეიგანი", რომელიც თითქოს სამხრეთ კორეასთან ერთობლივ საზღვარო სწავლებებზე მიემართებოდა.
"ყველაფერი ეს ძალიანაც ჰგავს სიმართლეს! იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს იაპონიის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს აგრესიული დამოკიდებულება აქვთ რუსეთისა და ჩინეთის მიმართ", _ წერენ ბლოგერები.