"ასოშეიტიდ პრესის" ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატების სამხედრო ძალებმა, პაკისტანში ავღანეთის საზღვართან ახლოს, 2 სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც მესაზღვრეები აცხადებენ, დარტყმებმა მოტოციკლეტი და ავტობუსი ააფეთქა. პაკისტანის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო მსგავსი ტიპის თავდასხმები. მათი თქმით, აშშ პაკისტანის სუვერენიტეტს არღვევს.