აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მდინარე მტკვარსა და არაზზე მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.
გამოკვლევამ აჩვენა, რომ აპრილში მტკვრის წყლის მოხმარება 38 %-ით გაიზარდა და 476 კუბომეტრი შეადგინა.
მონიტორინგის თანახმად, მტკვარში საქართველოსა და სომხეთის სამრეწველო წარმოების ნარჩენების ფილტრაციის გარეშე ჩაყრამ მდინარეში ბიოგენურ ნივთიერებათა გაზრდა გამოიწვია. რაც შეეხება ფენოლისა და სპილენძის მინარევს, რაც მდინარის დაბინძურების სპეციფიკურ წყაროდ ითვლება, დასაშვებ ნორმას მნიშვნელოვნად აღემატება.