"ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე უკრაინის დედაქალაქში "აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატთა ასოციაციის" ბიუროს სხომაში მონაწილეობს. შეხვედრას უკრაინის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" მასპინძლობს და ღონისძიებას ქართველი, ლატვიელი, ესტონელი, მოლდოველი, რუსი და სომეხი "ქრისტიან-დემოკრატები" ესწრებიან.
"აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან დემოკრატთა ასოციაციის" დამფუძნებელი პარტიების ლიდერებმა ასოციაციის მომავალი გეგმები განიხილეს. გიორგი რუხაძეს ინდივიდუალური შეხვედრები ჰქონდა როგორც უკრაინელ "ქრისტიან-დემოკრატ" ლიდერებთან, ასევე ევროპის "ქრისტიან-პოლიტიკური მოძრაობის" პრეზიდენტთან პიტერ ვოსუსთან. შეხვედრებზე პარტნიორობის გაღრმავებასა და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც 2011-2012 წელს საქართველოში უნდა განხორციელდეს.
"აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატთა აცოციაცია" 2008 წლის ოქტომბერში, კიევში დაფუძნდა.